Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამეცნიერო უწყება მძიმე გაფრთხილებით გამოდის გლობალური დათბობის თაობაზე


კლიმატის ცვლილებების საკითხებში გაეროს უწყება მძიმე გაფრთხილებით გამოვიდა - განაცხადა, რომ მსოფლიო სახიფათოდ მიუახლოვდა სათბურის უკონტროლო ეფექტის წერტილს, და ეს "ცალსახად" ადამიანთა მოქმედების შედეგია.

ატმოსფეროში სათბურის გაზების ეფექტი იმდენად მაღალია, რომ კლიმატის ცვლილებები გარანტირებულია სულ მცირე ათწლეულების განმავლობაში - განაცხადეს მეცნიერებმა 9 აგვისტოს, კლიმატური ცვლილებების საკითხების სამთავრობათაშორისო კომისიის (IPCC) ანგარიშში. ეს პროგნოზი ემატება ექსტრემალურ ამინდს, როგორიცაა სიცხის ტალღები და ქარიშხლები, რომლებიც უკვე ხდება და მეცნიერების თქმით კიდევ უფრო ექსტრემალური გახდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ანგარიშს უწოდა "განგაშის უმაღლესი ხარისხი კაცობრიობისთვის" და გამოვიდა ქვანახშირის და დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით ცნობილი სხვა საწვავის გამოყენების დასრულების მოწოდებით. "განგაშის ზარი გამაყრუებელია, მტკიცებულება ცალსახა: წიაღისეული საწვავის დაწვით და ტყეების გაჩანაგებით შექმნილი სათბური გაზების ემისია ჩვენს პლანეტას ახრჩობს და მილიარდობით ადამიანს მყისიერ საფრთხეს უქმნის. გლობალური დათბობა პლანეტის ყველა რეგიონზე ახდენს გავლენას და ბევრი ცვლილება უკვე შეუქცევადი ხდება... ეს ანგარიში უნდა გახდეს დასასრული ქვანახშირისთვის და წიაღისეული საწვავისთვის, სანამ ისინი ჩვენს პლანეტას გაანადგურებენ" - თქვა გუტერეშმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG