Accessibility links

site logo site logo

დეგნანის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ასახავს ნაბიჯებს რაც ქვეყანამ უნდა გადადგას


კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეტში ყოფნისას უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა განცხადებებს საქართველოს მთავრობის დასავლური კურსის შესაძლო ცვლილების შესახებ.

„მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ასეთი გამომწვევი და ასეთი ტიპის განცხადებები“, - აღნიშნა დიპლომატმა და 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესაძებ ილაპარაკა - „მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისათვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფეროები. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის პოლიტიკური ნება, რომ დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოივანია“.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG