Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო ფრენები 10 აგვისტოდან დაიწყება


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ის მიერ წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი სატვირთო რეისი ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს ხაზზე 10 აგვისტოს შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტომ აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას ამ მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-იდან თუნდაც სატვირთო ფრენები შესრულდება საქართველოში. როგორც მინისტრი განმარტავს, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-იდან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, შემდეგ კი - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

„ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020–2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა", - თქვა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG