Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში ბოლო ექვს თვეში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება


ხალხი ვაქცინაციის რიგში ნიუ-იორკში.

COVID-19-ის დელტა ვერსიის გამო აშშ-ში უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება.

ინფიცირების შემთხვევათა ზრდა ივლისის დამდეგს დაიწყო და ლოკალური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ეს ტენდენცია მთელს ქვეყანში ძლიერდება.

ყველაზე უარესი ვითარებაა სამხრეთში - არკანზასის, ფლორიდის, ლუიზიანისა და მისისიპის შტატები ლიდერობენ ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით.

მაგრამ ვირუსი უკვე აღწევს იმ რეგიონებსაც, სადაც მაღალია ვაქცინაციის დონე. უკანასკნელ ორ კვირაში გაორმაგდა ერთ დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა და საშუალოდ 110 ათასს მიაღწია.

ჰოსპიტალიზებულია 65 ათასზე მეტი ადამიანი, რაც ოთხჯერ მეტია ივლისის დასაწყისთან შედარებით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 50-დან 38 შტატი ითვლება მაღალი ინფიცირების რეგიონებად. ამ შტატებში 100 ათას მოსახლეზე 100-ზე მეტი შემთხვევა მოდის.

ვირუსის გავრცელება დაჩქარდა მიუხედავად იმისა, რომ სრულად აცრილია მოსახლეობის იმ ნაწილის 60%, რომელსაც ვაქცინაცია ეკუთვნის.

ინფიცირების ახალი შემთხვევების, ჰოსპიტალიზაცისა და სიკვდილიანობის უდიდესი ნაწილი აუცრელ მოსახლეობაზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG