Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესი, რომელიც "პარი სენ ჟერმენში" ითამაშებს, პარიზში ჩავიდა


ლიონელ მესი "ოქროს ბურთით". პარიზი, 2019 წ. 2 დეკემბერი.
ლიონელ მესი "ოქროს ბურთით". პარიზი, 2019 წ. 2 დეკემბერი.

ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი 10 აგვისტოს პარიზში ჩავიდა. „ბარსელონის“ დატოვების შემდეგ ის „პარი სენ ჟერმენში“ იწყებს თამაშს.

„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი, 34 წლის არგენტინელი, დიდი შენაძენია პარიზის კლუბისთვის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდა გუნდში გამოდიან სახელმოხვეჭილი მოთამაშეები - ბრაზილიელი ნეიმარი და ფრანგი კილიან მბაპე.

გულშემატკივრებმა მას მხურვალე დახვედრა მოუწყვეს ლე ბურჟეს აეროპორტში, სადაც ის ბარსელონიდან ჩავიდა.

„პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის დეტალებზე მესის არ ულაპარაკია. პარიზის გუნდთან გარიგება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ესპანეთის რეგულაციების გამო აღარ შესწევს უნარი, შეინარჩუნოს მესი.

მაგრამ მესის მამამ ბარსელონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ფრანგული გაზეთი L'Equipe-ისა და ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაცია, რომ ლიონელ მესიმ გარიგებას მიაღწია „პარი სენ ჟერმენთან“, რომელსაც Qatar Sports Investment-ი ფლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG