Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოანს ტელეფონით ელაპარაკა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბრის დროს.

ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და სტიქიასთან ბრძოლაში გამძლეობა და წარმატება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაა და ეს დიდი მეგობრობა საქართველომ განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მათ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობების გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს, რომლებიც არსებობს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG