Accessibility links

site logo site logo

კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმს დააფინანსებს 


საქართველოს კულტურის სამინისტრო დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით მზადაა, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება დააფინანსოს. სამინისტრო აპირებს, სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის 20 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი გადაიხადოს ლარში.

სამინისტროს განმარტებით, ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი სიმბოლურად დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.

კულტურის სამინისტროს თანახმად, მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.

„სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG