Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპში დაკარგული ქალი 4 დღის შემდეგ უვნებელი იპოვეს


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში 4 დღის წინ გაუჩინარებული 66 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს, უვნებელი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების თანახმად, ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მედიის თანახმად, ქალი 7 აგვისტოს დაკარგული საქონლის მოსაძებნად წავიდა და თავადაც ვეღარ დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG