Accessibility links

site logo site logo

თურქეთში ხანძრების შემდეგ წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან


1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაკარგულად ითვლება და 13 დაშავდა თურქეთის ჩრდილოეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პროვინციებში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. უხვმა ნალექმა ზოგიერთ რაიონში მეწყერიც გამოიწვია.

სინოპის, ბარტინის და კასტამონუს პროვინციებში დანგრეული, ან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სინოპის პროვინციაში აუცილებელი გახდა ერთ-ერთი კლინიკის პაციენტების და მედპერსონალის ევაკუაცია. მოსახლეობა ევაკუირებულია სტიქიის ზონაში მდებარე არაერთი სოფლიდანაც.

თურქეთი უკვე ორ კვირაზე მეტია ტყის ხანძრებსაც ებრძვის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. მთავრობის ინფორმაციით, 53 პროვინციაში 288 ხანძრიდან კონტროლს ექვემდებარება 285. მასშტაბური ხანძრის გამომწვევ მიზეზებად ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ასახელებენ ცეცხლის კერების განზრახ გაჩენასაც. თურქეთის პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG