Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, კამჩატკაზე ჩამოვარდა ვერტმფრენი, გადარჩა რვა ადამიანი, ეძებენ კიდევ შვიდს


12 აგვისტოს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა ვერტმფრენი, გადარჩა ბორტზე მყოფი 16 პირიდან რვა ადამიანი - იუწყება რუსეთის მედია ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მიმდინარეობს დარჩენილი შვიდი პირის ძებნის ოპერაცია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ბორტზე მყოფი 16 პირიდან 13 მგზავრი იყო, სამი კი ეკიპაჟის წევრი. გავრცელებული ცნობებით, Mi-8 ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა, ვულკანურ კრატერში და ჩაიძირა.

კამჩატკის ნახევარკუნძული მოსკოვისგან 6,000 კილომეტრზე მეტი მანძილით არის მოშორებული, და თავისი ბუნების გამო ის პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის და მნახველებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG