Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის კვლევით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოკითხულთა 61% მიიღებდა მონაწილეობას


ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის",NDI, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. არჩევნებში აუცილებლად მონაწილეობას გამოკითხულთა 61% მიიღებდა, ალბათ მიიღებდა 18%, ალბათ არ მიიღებდა 6%, ნამდვილად არ მიიღებდა 10%, კითხვაზე პასუხი კი 5 %-ს არ აქვს.

კვლევის თანახმად, ეროვნული მონაცემების მიხედვით, 61 %-ს შეადგენს მათი რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ წავა არჩევნებზე, ხოლო 39 % სავარაუდოდ არ წავა არჩევნებზე.

პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, NDI-ის მიერ გამოკითხული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 81% წავიდოდა არჩევნებზე, ოპოზიციის მხარდამჭერთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 70%-ია.

რაც შეეხება ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში ადგილობრივი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა მხოლოდ 39% აფასებს დადებითად თბილისის მერის საქმიანობას, 29 - % საშუალოდ, ხოლო 25 % - ცუდად. შემდეგნაირად გადანაწილდა მაჩვენებლები თბილისის საკრებულოს საქმიანობის შეფასებისას -17% ფიქრობს, რომ თბილისის საკრებულო კარგად მუშაობს, 29% - საშუალოდ, ხოლო 29% - ცუდად, 23%-მა არ იცის, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილმა 2 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.

თბილისს გარეთ მოქმედი საკრებულოების საქმიანობას გამოკითხულთა 26 % აფასებს კარგად, 34%-საშუალოდ, ხოლო 29%-ცუდად.

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG