Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ბრალი წაუყენეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე


ნავალი ამ ეკრანის საშუალებით ციხიდან მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე
ნავალი ამ ეკრანის საშუალებით ციხიდან მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენა მორიგი ბრალი კრემლის ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ალექსეი ნავალნის, რომელიც ერთი დანაშაულის გამო უკვე იხდის სასჯელს კოლონიაში.

ახალი მუხლით ნავალნის სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების თანხმად ალექსეი ნავალნიმ და მისმა თანამებრძოლებმა, ლეონიდ ვოლკოვმა და ივან ჟდანოვმა, შექმნეს ორგანიზაცია, რომლის სახელით თავიანთი პირადი ექაუნთებიდან მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

თავად ნავალნი პოლიციამ 17 იანვარს დააკავა შერემეტევოს აეროპორტში და შემდეგ „ლეფორტოვოს“ საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანა.

უკვე თებერვალში ნავალნის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს 2014 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. განჩენის თანახმად ნავალნიმ საპატიმრო 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დატოვოს. ვოლკოვი და ჟდანოვი საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ნავალნის და მისი თანამოაზრეების სისხლის სამართლებრივ დევნას უფლებადამცველები აფასებენ, როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ საქმეს.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვეს აშშ-მა და ევროკვავშირმა, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს. საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტის ინტერნეშენალმა“ ლაექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად სცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG