Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქალაქეების აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

„მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე განახორციელებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დაავადებატა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 12 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 715 919 აცრა, სრულად აცრილია 218 167 ადამიანი. ბოლო 24 საათში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა-აიცრა 25 933 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG