Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე: თბილისში ახალი სივრცე იხსნება


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას #77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე. აცრა შესაძლებელი იქნება „ფაიზერით", „სინოვაკით" და „სინოფარმით". ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (უქმე დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 466 326 შემთხვევა. მათგან 412 420 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6279 ადამიანი.

XS
SM
MD
LG