Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლორთქიფანიძის ქუჩაზე იმ კორპუსში, საიდანაც ევაკუაცია განხორციელდა, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს


თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის იმ კორპუსში, საიდანაც ევაკუაცია განხორციელდა, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

მერია ახლა იმ ოჯახების საჭიროების აღრიცხვითაა დაკავებული, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს. მათი ნაწილი მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ჩამოშლის დროს სახლში არ იყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილი 4 სასტუმროშია გადანაწილებული და კიდევ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.

დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გუშინ, 12 აგვისტოს, თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან ჩამოიშალა ფერდის ნაწილი. მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაეტოვებინათ. ადგილზე მობილიზებული იყო ავტობუსები. მოსახლეობა გადაჰყავდათ სასტუმროებში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა“.

XS
SM
MD
LG