Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში ბერლინის კედლის მშენებლობის 60 წლისთავს აღნიშნავენ


13 აგვისტოს გერმანიაში ბერლინის კედლის მშენებლობის 60 წლისთავს აღნიშნავენ. კედელი, რომელიც 28 წელი იყო აღმართული, ორად ყოფდა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ სისტემებს და ცივი ომის სიმბოლოდ იქცა.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ბერლინის მერი მიხაელ მიულერი დღეს ბერლინში დაესწრებიან ამ თარიღთან დაკავშირებულ ცერემონიას. ისინი გვირგვინს მიიტანენ ბერლინის კედლის მემორიალთან და პატივს მიაგებენ 140-მდე ადამიანს, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის მიერ იქნა მოკლული, როცა ისინი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური რეჟიმისგან გაქცევას ცდილობდნენ.

კედლის მშენებლობა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო, როცა აღმოსავლეთ გერმანიის ჯარისკაცებმა 40 კილომეტრამდე მავთულხლართების გაჭიმვა და ბეტონის კონსტრუქციების დადგმა დაიწყეს. კომუნისტური რეჟიმის თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფაშისტებისთვის აღმოსავლეთ ბერლინში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

ამ მშენებლობის მიზანი იყო ასევე, შეეჩერებინა აღმოსავლეთგერმანელთა დენა დასავლეთისკენ, რაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი 12 წლის განმავლობაში ხდებოდა.

საბოლოოდ კედელმა 3,6 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. კედელი 1989 წლის სახალხო რევოლუციის დროს დაინგრა, რამაც გზა გაუხსნა გერმანიის კვლავ გაერთიანებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG