Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბისის კორესპონდენტ სარა რეინსფორდს რუსეთმა უარი უთხრა ვიზის გაგრძელებაზე


 სარა რეინსფორდი რეპორტაჟზე მუშაობის დროს
სარა რეინსფორდი რეპორტაჟზე მუშაობის დროს

რუსეთმა ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა ბიბისის კორესპონდენტს, სარა რეინსფორდს, რომელმაც სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი 31 აგვისტომდე უნდა დატოვოს.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, რუსეთში ასეთი ზომები, ბრიტანეთში მომუშავე რუსი ჟურნალისტებისათვის მოქმედი ვიზების ვადის გაგრძელებისა და ახლების გაცემაზე უარის თქმის, ზოგადად რუსული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული მიდგომის პასუხად მიიღეს.

რუსეთის პროპაგანდისტული არხის წამყვანმა, ანტონ პოდკოვენკომ, რეინსფორდის გაძევებას უწოდა „ნიშნეული“ დიდ ბრიტანეთთან მიმართებით, რომელმაც, ჟურნალისტის თქმით, მედიის მიმართ დამოკიდებულების მხრივ ყოველგვარ წითელ ზღვარს გადააბიჯა.

ბიბისის და რეინსფორდს ბლუმბერგის ცნობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სარა რეინსფორდი 2000-იან წლებიდან მუშაობს რუსეთში, სადაც იგი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ჟურნალისტი იყო, ვინც ბესლანში ჩავიდა 2004 წლის სექტემბერში ქალაქის სკოლაში ტეორორისტების მიერ მძევლების აყვანასთან დაკავშირებული მოვლენების გასაშუქებლად.

10 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლონდონის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების პასუხად, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს ცალკეულ ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებიც „მჭიდროდ არიან ჩართული ანტირუსულ საქმიანობაში“.

ბრიტანეთმა აპრილში სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის 14 მოქალაქე, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მოსკოვის ციხეში მყოფი იურისტის, 230 მილიონი დოლარის მოპარვის საქმის გამოძიებით დაკავებული სერგეი მაგნიტსკის დაღუპვასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG