Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: აშშ-ის ზოგ შტატში საავადმყოფოებს საწოლები არ ჰყოფნით


აშშ-ის რამდენიმე შტატში საავადმყოფოები იტყობინებიან, რომ საწოლები აღარ ჰყოფნით კორონავირუსის პაციენტთა სამკურნალოდ; რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა ახალი რეკორდი აღირიცხა; ბრაზილიაში კი თითქმის 1000-ით გაიზარდა ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა.

ალაბამის გუბერნატორმა 13 აგვისტოს საგანგებო ვითარება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ამ სამხრეთ შტატში სამედიცინო დაწესებულებებმა თქვეს, რომ COVID-19-ის შემთხვევათა მკვეთრი მატება აძლიერებს საავადმყოფოებზე წნეხს.

საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ წყნარი ოკეანის პირას მდებარე ორეგონის შტატშიც, სადაც გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ იგეგმება კლინიკებში 1500-მდე ეროვნული გვარდიელის განლაგება ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად.

მანამდე რუსეთმა გამოაცხადა, რომ COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობამ 815-ს მიაღწია, რაც რუსეთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. რუსეთის ოფიციალური წყაროებით, აღრიცხულია ინფიცირების 22277 ახალი შემთხვევა.

ამასობაში ბრაზილიაში COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში 966 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 33933 ახალი შემთხვევა აღირიცხა, იტყობინება ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო.

COVID-19-სთან დაკავშირებული სტატისტიკის თანახმად, ბრაზილიასა და რუსეთს მეორე და მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ უკანასკნელი 28 დღის მონაცემებით. ოთხკვირიან პერიოდში ბრაზილიაში თითქმის 30 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, რუსეთში კი - 21 ათასზე მეტი. მათ მხოლოდ ინდონეზია უსწრებს 28 დღეში 43 ათასი გარდაცვლილით.

XS
SM
MD
LG