Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზის კლინიკაში ჟანგბადის სისტემის გაუმართაობით პაციენტთა სიკვდილის გამო პატიმრობა მიესაჯა საავადმყოფოს მთავარ ექიმს


ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკაში სასამართლომ 8 ოქტომბრამდე პატიმრობა მიუსაჯა ვლადიმირ პლიევს, სასწრაფო დახმარების რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს. 9 აგვისტოს ვლადიკავკაზის საავადმყოფოში, სადაც COVID-19-ით დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ, ჟანგბადის სისტემის გაუმართაობის გამო დაიღუპა ცხრა პაციენტი, განუცხადა „ინტერფაქსს“ წყარომ. პლიევის ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.

რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს სიტყვებით, მიწის ქვეშ მილი გასკდა.

მეორე დღეს ვლადიკავკაზის იმავე საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ ეს ორი სიკვდილი არ არის ჟანგბადის სისტემის ავარიასთან კავშირში. „როსზდრავნადზორმა“ და პროკურატურამ შემოწმებები დაიწყეს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია საავადმყოფოს მთავარი ექიმი. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ვლადიმირ პლიევი ადრე აცხადებდა, რომ აუცილებელია ჟანგბადის მიწოდების მეორე ხაზის გაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG