Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 227 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა


მინიმუმ 227 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ჰაიტიში მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰაიტის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის თქმით, 227 მხოლოდ წინასწარი რიცხვია.

მიწისძვრა დედაქალაქ პორტ-ო-პრანსიდან დასავლეთით 125 კილომეტრში მოხდა 10 კილომეტრის სიღრმეზე. ამის შედეგად რყევები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 11 წლის წინ, როცა 7 მაგნიტუდის მიწისძვრამ პორტ-ო-პრანსის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია და 300 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა მაშინდელი მიწისძვრა დედაქალაქთან ბევრად უფრო ახლოს მოხდა.

14 აგვისტოს მიწისძვრით გამოწვეული რყევები პორტ-ო-პრანსში ძლიერ იგრძნობოდა, მაგრამ, Reuters-ის თანახმად, სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია.

მიწისძვრით დაზარალებულ ადგილებზე მაშველები მუშაობენ. საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი დანიშნა ჰაიტის დასახმარებელი ღონისძიებების მთავარ კოორდინატორად.

XS
SM
MD
LG