Accessibility links

site logo site logo

ალბანეთი დათანხმდა, აშშ-ის თხოვნით დროებით მიიღოს ავღანელი ლტოლვილები


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა.

ალბანეთი დათანხმდა, აშშ-ის თხოვნით დროებით მიიღოს ავღანელები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან თალიბანის სწრაფი იერიშის ფონზე.

პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ 15 აგვისტოს ფეისბუკში დაწერა, რომ აშშ-მა ალბანეთს ჰკითხა, შეუძლია თუ არა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულოს ავღანელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც საბოლოოდ აშშ-ში აპირებენ ჩასვლას.

„ჩვენ არ ვიტყვით უარს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი დიდი მოკავშირეები გვთხოვენ ამას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ალბანეთი ვართ,“ დაწერა რამამ თავის გვერდზე.

როგორც Reuters-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, აშშ-ის მთავრობამ კოსოვოსთან და ალბანეთთან გამართა მოლაპარაკებები აშშ-სთან დაკავშირებული ავღანელების დაცვის თაობაზე თალიბანის შურისძიებისგან მანამდე, სანამ დასრულდება მათთვის ვიზების მიცემის პროცესი.

კოსოვოში პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შტაბის უფროსმა, ლუა დალიპიმ განაცხადა, რომ მის მთავრობას აშშ-ის ხელისუფლებასთან ივლისის შუა რიცხვებიდან აქვს კავშირი ავღანელი ლტოლვილების მიღების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG