Accessibility links

site logo site logo

დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში - სახელმწიფო აუდიტი 


საქართველოში საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დასაქმებულების 34%-ს ქირაობს, თუმცა დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში.

ამ მონაცემებს რამდენიმე უწყება - სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლის, ამიტომ მონაცემები დასაქმებულთა შესახებ ფრაგმენტულია.

ზუსტი მონაცემების არქონამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მთავრობის მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორებიც არის, საჯარო დაწესებულებების გაერთიანება, ოპტიმიზაცია ან/და ლიკვიდაცია, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კადრებით დაკომპლექტებისას, სამინისტროები ვერ უწევენ კონკურენციას კერძო სექტორს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მაგალითზე, აუდიტმა დაასკვნა, რომ საჯარო სამსახურს კადრები ტოვებენ. ამ სამინისტროებში ორი წლის განმავლობაში სამსახური 28% და 20%-მა დატოვა; ამასთანავე, ორივე სამინისტროში ვაკანტური პოზიციები დიდი ხანი შეუვსებელი რჩება.

უწყებებში არ არის განსაზღვრული ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია, ამიტომ ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა არ იციან, როგორი კადრები სჭირდება უწყებას და არც სამსახურში აყვანის სტრატეგია გააჩნიათ.

2014 წლიდან საჯარო დასაქმებაზე ცალკე უწყებაა პასუხისმგებელი - საჯარო სამსახურის ბიურო. 2017-2019 წლებში ბიურომ ადამიანური რესურსების სპეციალისტების გაძლიერების მიზნით - ჩაატარა ტრენინგები, გააუმჯობესა მართვის ელექტრონული სისტემა და მოამზადა სახელმძღვანელო დოკუმენტები, მაგრამ აუდიტით გამოვლინდა, რომ რეკომენდებული პრაქტიკის ნაწილი სამინისტროებს არ გამოუყენებიათ. საჯარო სამსახურის ბიურომ უწყებებში მონიტორინგი ჩაატარა, მაგრამ აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მთავრობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ბიუროს დღის წესრიგი არც ადამიანური რესურსების სტრატეგიულ დაგეგმვას მოიცავდა. საჯარო სამსახურის ბიურომ სამუშაო ძალის დაგეგმვის და ინსტუტუციური მოწყობის შესახებ აქტივობები პირველად მხოლოდ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ჩასვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG