Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების გადაანგარიშება დაევალათ


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების გადაანგარიშება დაავალა.

„ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“, - ნაქვამია სემეკის განცხადებაში.

სემეკმა უსაფუძვლოდ ჩათვალა „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხა.

„კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე“, - ამბობენ სემეკში და მომხმარებლებს მოუწოდებენ, კომპანიების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე - 16 216.

სემეკმა 12 აგვისტოს „თელასი“ და „თელმიკო“ დააჯარიმა იმის გამო, რომ ელექტროგამანაწილებელი კომპანიები აბონენტებს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე არაზუსტ თანხას არიცხავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG