Accessibility links

site logo site logo

შტაინმაიერი: დასავლეთის ქვეყნებს რცხვენიათ იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას


დასავლეთის ქვეყნებს რცხვენიათ იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას, განაცხადა სამშაბათს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან, რომლისთვის პასუხისმგებლობა ჩვენც გვაკისრია“, თქვა მან.

გერმანიას, რომელსაც აშშ-ის შემდეგ სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა ავღანეთში, სურს ავღანეთიდან გამოიყვანოს გერმანულ-ავღანური ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათასობით პირი, ასევე უფლებადამცველები, იურისტები და ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდნენ.

მაგრამ გერმანიის პირველმა თვითმფრინავმა, რომელიც ქაბულში დაჯდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბანმა ჩაიგდო ხელთ, მხოლოდ შვიდი ადამიანის ევაკუაცია მოახერხა ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოსური ვითარების გამო.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, ამჟამად გერმანიის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას. მისი თქმით, აეროპორტში მდგომარეობა სტაბილურია და სამშაბათს შემდეგი საევაკუაციო ფრენები განხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG