Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი: თალიბების თქმით, "ყველაზე მეგობრული დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ"


რუსეთის ელჩი ავღანეთში დმიტრი ჟირნოვი.
რუსეთის ელჩი ავღანეთში დმიტრი ჟირნოვი.

ავღანეთში რუსეთის ელჩმა სამშაბათს განაცხადა, რომ ქაბულში თალიბანის წარმომადგენლებთან ჰქონდა „კონსტრუქციული“ და „დადებითი“ შეხვედრა, რომელზეც რუსეთის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს.

17 აგვისტოს შეხვედრის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა ავღანეთის საკითხებში კრემლის საგანგებო წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა. მან ასევე თქვა, რომ თალიბებმა დაიწყეს რუსეთის საელჩოს პერიმეტრზე პატრულირება.

რუსეთის ელჩმა დმიტრი ჟირნოვმა სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ შეხვედრა „მხოლოდ საელჩოს უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა“.

„თალიბანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თალიბანს ყველაზე მეგობრული დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ. მათ დაადასტურეს საელჩოსთვის უსაფრთხოების გარანტიები,“ თქვა ჟირნოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG