Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა თალიბანის მთავარი მოწინააღმდეგის როლი იკისრა


ამრულა სალეჰი
ამრულა სალეჰი

ავღანეთის ყოფილი მთავრობის მხოლოდ ერთმა მაღალი რანგის მოხელემ განაცხადა საჯაროდ, რომ „არასოდეს დაუხრის თავს თალიბების ხელისუფლებას“. მისი თქმით, ისაა პრეზიდენტის მოვალეობის კანონიერი შემსრულებელი და მზადაა, დარჩეს ავღანეთში. ეს არის გაქცეული პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.

ამავე დროს აჰმად მასუდმა - 1980-90-იან წლებში ავღანელი მუჯაჰედების ყოფილი ლიდერის, საველე მეთაურისა და თავდაცვის მინისტრის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟმა - თალიბანის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება დაიწყო. ამის შესახე ლაპარაკია წერილში, რომელიც აჰმად მასუდმა გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალ "La Règle du Jeu"-ში. ჟურნალის გამომცემელია მსოფლიოში ცნობილი მწერალი და ფილოსოფოსი ბერნარ-ანრი ლევი, რომელიც მასუდ უფროსთან მეგობრობდა. აჰმად შაჰ მასუდი 20 წლის წინ მოკლეს „ალ-ყაიდის“ თვითმკვლელებმა.

თავის მიმართვაში აჰმად მასუდი უმცროსი კერძოდ წერს, რომ ავღანელები ამიერიდან იმყოფებიან იმავე მდგომარეობაში, რაშიც ევროპა იყო 1940 წელს. ქვეყნის განადგურება თითქმის დასრულებულია და დამარცხებულები თალიბებთან თანამშრომლობის გზებს ეძებენ, წერს აჰმად მასუდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG