Accessibility links

site logo site logo

მობილური ჯგუფი სახლში აცრის მას, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია


იმ პირებს, ვისაც ჯანმთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახლში ჩაუტარდებათ. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1522" - აცხადებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC).

NCDC-ის ცნობით, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. ეს თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველო ამჟამად განიცდის კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღის დარტყმას. წინა ტალღებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG