Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის გამარჯვებამ პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი მინიმუმამდე შეამცირა


რადიკალური დაჯგუფება თალიბანის მიერ ავღანეთში აშშ-ისგან მხარდაჭერილი მთავრობის დამხობის შემდეგ, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Reuters/Ipsos-ის მიერ ამ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს. გასულ კვირაში, პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებდა ამერიკელების 53%.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბების დაბრუნების გამო ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს ათასობით ავღანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG