Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში 2000-ს მიუახლოვდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ჰაიტის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის განახლების შემდეგ, 1941-მდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ოპერაცია დროებით შეჩერებული იყო ტროპიკული შტორმის, “გრეისის“ გამო, რომელიც ჰაიტის თავს დაატყდა 14 აგვისტოს მომხდარი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრიდან ორ დღეში.

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავდა თითქმის 10 000 ადამიანი. ბევრ მათგანს სამედიცინო დახმარება ჯერაც არ მიუღია, რადგან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა დაშავებულთა ასეთ რაოდენობას ვერ უმკლავდება.

ჰაიტის ხელისუფალთა ინფორმაციით, დანგრეულია 60 000-ზე მეტი სახლი, კიდევ 76 000-მდე შენობა კი დაზიანებულია.

გაერომ დაზარალებულებისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 8 მილიონი დოლარი გამოჰყო, ხოლო ევროკავშირმა 3 მილიონი ევრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG