Accessibility links

site logo site logo

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებლის ტერიტორიაზე


დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა თბილისში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე(ავლაბარი, წინანდლის N9). ცენტრი ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. აცრის მსურველი მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ „ფაიზერის“, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით აცრას.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მუშაობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების ტერიტორიაზეც - თბილისის სამედიცინო და ტექნიკურ უნივერსიტეტებში და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

17 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში გაკეთებული იყო საერთო ჯამში, 831 815 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 245 207 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG