Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა


თბილისში, „ბოკერიას ჰოსპიტალში“ კორონავირუსით გარდაიცვალა ორსული ქალი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ბოლო 24-საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი დაიღუპა. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდ-ინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

გასული დღის განმავლობაში, 17 აგვისტოს აიცრა 25 241 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447.

XS
SM
MD
LG