Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსი აპროტესტებს ბელარუსი ოფიცრების მიერ საზღვრის უკანონოდ გადალახვას


ლიეტუვამ მინსკს გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც მკაცრად აპროტესტებს ლიეტუვის საზღვრის დარღვევას ბელარუსი ოფიცრების მხრიდან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 18 აგვისტოს "პროვოკაცია" უწოდა ერთი დღით ადრე მომხდარ ამ ინციდენტს. "ბელარუსს შევატყობინეთ, რომ ინციდენტი აღრიცხულია და ჩვენ ის ძალიან გვაშფოთებს, რადგან მას მივიჩნევთ კიდევ ერთ პროვოკაციად, ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაციად" - ამბობს ლანდსბერგისი. მისი თქმით, ლიეტუვამ - რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია - ამ ორივე ორგანიზაციას შეატყობინა ინციდენტის თაობაზე.

ლანდსბერგისის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ლიეტუვის საზღვარი უკანონოდ გადალახა თორმეტმა ბელარუსმა ოფიცერმა, რომლებმაც საზღვარზე გამოდევნეს 35 პირისგან შემდგარი ერაყელი მიგრანტების ჯგუფი. ლიეტუვის ხელისუფლება მინსკს ბრალს სდებს ერაყელი მიგრანტების ბელარუსში ჩაყვანაში და შემდეგ მათ ლიეტუვის საზღვართან მიყვანაში, რათა ისინი ამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში შევიდნენ. ლიეტუვის თანახმად, ბელარუსმა 4100-ზე მეტი პირი მიიყვანა საზღვართან, რათა მათ უკანონოდ გადაელახათ ლიეტუვის საზღვარი - და ეს იყო მინსკის შურისძიება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG