Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: COVID-19-ის გამო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა ძირითადად ვირტუალურად უნდა გაიმართოს


აშშ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს ვიდეომიმართვები გაავრცელონ ნიუ-იორკში ჩასვლის ნაცვლად მომავალ თვეში დანიშნული გაეროს გენერალური ასამბლეისთვის, რათა ეს ღონისძიება არ გადაიქცეს კორონავირუსის გავრცელების კერად - იმ ფონზე, როცა ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტი ინტენსიურს ხდის COVID-19-ის პანდემიას.

აშშ-ის მისიამ გაეროს 192 სხვა წევრს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ასევე გამოდის მოწოდებით გაეროს მიერ ჩატარებული ყველა სხვა ღონისძიებაც ვირტუალურ ფორმატში შედგეს. "დელეგაციების ხელმძღვანელებმა უნდა განიხილონ გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე თავიანთი მიმართვების ვირტუალურად გაკეთება. თუკი დელეგაციები ნიუ-იორკში ჩასვლას აირჩევენ, ... მათ ვთხოვთ თავიანთი წევრების რაოდენობა აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანონ" - წერს გაეროში აშშ-ის ელჩი, ლინდა ტომას-გრინფილდი 13 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, რომლითაც გაეროში თავის კოლეგებს მიმართავს. ამ წერილს სააგენტო როიტერსი 17 აგვისტოს გაეცნო, ასოშიეიტედ პრესი - 18 აგვისტოს.

აშშ აცხადებს, რომ მისი მყარი რწმენით "გენერალური ასამბლეის დებატები უნდა იყოს ერთადერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეები პირადად მიიღებენ მონაწილეობას მაღალი დონის კვირაში". ტომას-გრინფილდის თქმით, "პარალელური შეხვედრები და მაღალი დონის ღონისძიებები, რომლებიც მოგზაურებს ნიუ-იორკში იწვევს, ... ზრდის რისკის ფაქტორს ჩვენი თემისთვის, ნიუ-იორკელებისთვის და სხვა მოგზაურებისთვის".

COVID-19-ის გამო, შარშანდელ ასამბლეაზე ლიდერებმა წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვები გაგზავნეს, ან გაეროში თავიანთ ელჩებს სთხოვეს სიტყვით გამოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG