Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პატიმრობაში მყოფი ნავალნი რუსებს ხმის მიცემის სქემის გამოყენებისკენ მოუწოდებს


პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, რუს ამომრჩევლებს "ხმის მიცემის ჭკვიანი სტრატეგიის" გამოყენებისკენ მოუწოდა. ეს პროექტი მან თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა, რათა წამოეყენებინა კანდიდატები სექტემბრის არჩევნებში კრემლთან დაკავშირებული ფიგურების დამარცხების მიზნით.

თავის განცხადებაში, ინსტაგრამში, ზუსტად ერთი თვით ადრე არჩევნებამდე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ღია კრიტიკოსმა მმართველ პარტიას "Единая Россия"-ს (ერთიანი რუსეთი), კვლავ "ნაძირლების და ქურდების პარტია" უწოდა, რომელსაც "ეშინია ჩვენი ხმის მიცემის ჭკვიანი სისტემის".

სისტემა, რომელიც ამომრჩევლებს აძლევს კანდიდატების სიას, რომლებიც უდიდესი ალბათობით დაამარცხებენ თავიანთ მეტოქეებს "ერთიანი რუსეთიდან" მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, ერთ-ერთი უკანასკნელი ინსტრუმენტია, რომელიც ნავალნისა და მის მოკავშირეებს დარჩათ მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულის რეპრესიების შედეგად, მისი მოძრაობა კანონგარეშედ გამოცხადდა და "ექსტრემისტულად" შერაცხული ოპოზიციური ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააპატიმრეს.

"მათ ნახევარი ქვეყანა ექსტრემისტებად გამოაცხადეს, რომ ყველა საარჩევნო ოლქი ხელში ჩაიგდონ", დაწერა ნავალნიმ თავის პოსტში, რომელიც მისი, დასავლეთის რამდენიმე ლაბორატორიის თანახმად, სამხედრო ნერვული აგენტით მოწამვლის ერთ წლისთავამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს გახდა ცუდად და გონი დაკარგა თვითმფრინავში, როცა რუსეთის შიგნით გადაადგილდებოდა. რუსეთმა მოწამვლის ფაქტი უარყო, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია დასავლეთის მხრიდან.

XS
SM
MD
LG