Accessibility links

site logo site logo

ესპანეთმა თავის პორტში არ შეუშვა რუსეთის სამხედრო გემები


სეუტის პორტი. 2020 წ. ფოტო.

ესპანეთის პორტ სეუტაში არ შეუშვეს რუსეთის სამხედრო გემები. გემებს საწვავისა და სურსათის მარაგი უნდა შეევსოთ და ეკიპაჟი ქალაქში გასეირნებას აპირებდა.

რუსეთის მეზღვაურებმა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს სპეციალური განაცხადი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებისთვის 18-20 აგვისტოს ითხოვეს პორტში შეშვება, მაგრამ საპასუხოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათგან მოითხოვა ინფორმაცია პორტში შესვლისა და მარშრუტის შესახებ. რუსეთის მხარემ არ უპასუხა ესპანეთის მოთხოვნას, ესპანეთმა კი, შესაბამისად, სეუტაში შესვლის უფლება არ მისცა რუსეთის გემებს.

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოჰყვა მოკავშირეების კრიტიკას. მათ არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთი რეგულარულად აძლევს რუსეთის სამხედრო გემებს თავის პორტებში შესვლის უფლებას, მიუხედავად კრემლის მიმართ ევროკავშირის სანქციებისა. განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა ეს 2010-2016 წლებში. ამ პერიოდში რუსეთის გემებმა სეუტა დაახლოებით 60-ჯერ მოინახულეს. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანეთი: ის შიშობს, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს შეუძლია სეუტაში პაუზა გამოიყენოს ახლომდებარე გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის დასაზვერად.

გამოითქმის სხვა მოსაზრებებიც. მათ შორის ის, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, რომლებსაც ესპანეთი იღებს, სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, მოსკოვმა ესპანეთს ხუთი წლის წინ განუცხადა, რომ კონფიდენციალურობის გამო არ აპირებს ესპანელებს შეატყობინოს თავისი ფლოტის გეგმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG