Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აიცრა


საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მასთან ერთად აიცრა ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეც.

ლაშა ტალახაძემ საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 19 მარტს დაიწყო. ადგილზე 12 კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც აცრა როგორც წინასწარ ჩაწერით, ისე ცოცხალი რიგითა და ყველა ვაქცინით არის შესაძლებელი. დღემდე ცენტრში 20 000 პირის ვაქცინაცია მოხდა.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა. 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG