Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა! არ მოკლათ. ისიც ხომ ადამიანია!


ავტორი: ბაია მარგიშვილი

ჩვენ უკვე მოგკვლეს, ყველა ჩვენთაგანი. ეს იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ჩვენ ის უკვე დავივიწყეთ.”

5 ივლისს ორმოცდაათი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს დედაქალაქის ცენტრში. გვეგონა გადავრჩით, მაგრამ არა - იმ დღეს ოპერატორი მოკლეს!

დღეს დილით დედაჩემი აცრემლიანებული თვალებით შემოვიდა ჩემს ოთახში და აკანკალებული ხმით მითხრა:

  • მოკვდა!
  • ვინ დედა?
  • ის ჟურნალისტი ბიჭი.

გავშრი. პულტს ვეძგერე და ტელევიზორი ჩავრთე.

დღეს შემზარავად მძიმე დღე გაგვითენდა ყველას.

უყურებ და არ იცი რა ქნა.

გასვლა მინდოდა, მაგრამ ვერ გავედი. დედაჩემმა შეშინებული ხმით მთხოვა: - დღეს არა, გთხოვ.

რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ თავში ყველაფერი დამიტრიალდა. კივილი მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. ცოტაც და გავგიჟდებოდი. ცხრა წელიო! მიშა მოვა, მიშა მოვაო! სიმწრისაგან მეღიმება.

ვეღარ ვუძლებდი. IMDB-ზე watch list-ს ვათვარიელებდი.

2019 წელს, ფრანგებს ალჟირელი მწერლის (რომელიც 36 წელი ალჟირის ჯარში მსახურობდა და ამის გამო ქალის ფსევდონიმით სარგებლობდა) Mohammed Moulessehoul-ის რომანის მიხედვით ანიმაცია გადაუღიათ.

მას "ქაბულის მერცხლები” ჰქვია. მოვძებნე და ჩავრთე.

ამბავი 1998 წლის ზაფხულში ვითარდება, როდესაც ქაბული თალიბებმა დაიპყრეს. ყოველდღიური ძალადობისა და სიდუხჭირვის მიუხედავად შეყვარებულ წყვილს, მოჰსენს და ზუნაირას უნდათ, რომ უკეთესი მომავლის სჯეროდეთ. მაგრამ მოჰსენის გაუაზრებელი ქმედება სამუდამოდ დაარღვევს მათ ცხოვრებას.

ვუყურებ და შიში მიპყრობს. დეიდაჩემის სიტყვები მაგონდება: "ჯაბას ხალხმა ააოხრა საქართველო. ქართველი ქართველს დასდევდა მოსაკლავად.”

არა! არ მოკლათ. ისიც ხომ ადამიანია!

”... თუ მან დაკარგა გზა კოლექტიური ისტერიკის მომენტში, ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველდღიური ცხოვრების საშინელება საკმარისად ძლიერია, რომ გადალახოს ყველა დაცვა, ხოლო ადამიანის გადაგვარება უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი უფსკრული”.

საბოლოოდ ყველას სჭამს და ანადგურებს ქაოსი, უსამართლობა და არაადამიანობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთ სასტიკ რეჟიმებშიც კი იღვიძებს ადამიანობა და ეწირებიან, იმ ნათელი მომავლისთვის, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაანათებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG