Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონშიც გახსნეს, ამცრელი პუნქტები დამატებულია დუშეთის მუნიციპალიტეტშიც


მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, ქუთაისის შემდეგ, ზესტაფონშიც გაიხსნა. ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანს აცრიან.

ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

4 ამცრელი ამბულატორია დაემატა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში.

მათაც ადგილზე ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.

ყველა ამცრელი ბრიგადა უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG