Accessibility links

site logo site logo

ქუთაისში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა


ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოეწყო, აცრის გაკეთება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ .

ცენტრში, დღის განმავლობაში დაახლოებით 1500-მდე მოქალაქის აცრა იქნება შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, "სინოფარმსა" და "ფაიზერზე" მოთხოვნა თითქმის თანაბარია, თუმცა თავიდან მეტი მოთხოვნა "სინოფარმზე" იყო.

იმერეთის მასშტაბით კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 24 აგვისტოს, ზესტაფონში გაიხსნება.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე
  • სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

23 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 979 813 აცრა
  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%
  • სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%
  • 22 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG