Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანის ცნობით, სომხეთის 3800-მდე ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანთან ომში გასულ წელს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 3773 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანთან 44-დღიანი ომის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე. ეს ამ ომში მოკლულთა პირველი ოფიციალური სომხური სტატისტიკაა. ფაშინიანის ინფორმაციით, უცნობია 243 ჯარისკაცის ბედი, რადგან ზოგი ტყვე სახლში ჯერაც არ დაბრუნებულა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG