Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება


2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

ღიბრაძის თქმით, იგივე წესი შეეხება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებას.

საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იმუშავებენ.

საქართველოში 14 აგვისტოდან მოქმედებს 3 კვირის ვადით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამოაცხადა. 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 22:00 საათამდე.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა.ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG