Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრიდან გერმანია საქართველოს სავარაუდოდ დაეხმარება Johnson & Johnson-ის ვაქცინით


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სექტემბრიდან გერმანიის მთავრობა დახმარების სახით საქართველოს ალბათ გადასცემს Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 000 დოზას. „იცით რომ ეს ვაქცინა კეთდება ერთჯერადად“, - თქვა გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში.

გასულ 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG