Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ერთი საათით შემცირდა კვების ობიექტების მუშაობის დრო


დღეიდან რესტორნები, კაფეები და სხვა მსგავსი ობიექტები მუშაობას 23:00-ის ნაცვლად 22:00 საათზე დაასრულებენ.

გადაწყვეტილება მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რესტორანი ერთ-ერთი ის გარემოა, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება. გაბუნიას თანახმად, იმედი აქვთ, რომ კვების ობიექტებისთვის დაწესებული ახალი შეზღუდვა, წინა შეზღუდვებთან ერთად დაეხმარება ეპიდსიტუაციის კონტროლს.

საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები და შეზღუდულია ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. აგვისტოში გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა პიკს, 74-ს მიაღწია. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG