Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-6 თვით პატიმრობა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "ფორმულა"-ს წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს. ისინი 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული აქვთ და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

ვახო სანაიას თანახმად, მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაიამ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG