Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა 


აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ცენტრალურ ხიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საოკუპაციო ხაზთან პრემიერი პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა. ის სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG