Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 11.6%


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 065 848 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 25.7%. სრულად ვაქცინირებულია 331 736 - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისია, რადგან ეპიდემიის გავრცელების შესაფერხებლად აუცილებელია დღეში 40 ათასამდე აცრის გაკეთება. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ბოლო 24 საათში გარდაცვალების მაჩვენებელმა პიკს, 79-ს მიაღწია.

ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG