Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია შარლ მიშელის კაბინეტის წევრებთან აუდიენციას მართავს


ოპოზიციისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა - ფოტო არქივიდან
ოპოზიციისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა - ფოტო არქივიდან

თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არიან შეკრებილი. შეხვედრაზე შესვლის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ვიდეო ზარის ფორმატში მიმდინარე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის კაბინეტის ინიციატივით დაინიშნა და დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, წინასაარჩევნო პერიოდს და 19 აპრილს ხელმოწერილ ვალებულებებს შეეხება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარია 19 აპრილის მიღწეული შეთანმების ყველა პუნქტი შესრულდეს.

„ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის განცხადებაც ამას მიუთითებს, რომ ევროპული მხარეც ითხოვს შეთანხმების შესრულებას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრას ესწრებიან ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი. ონლაინ რეჟიმში გერმანიიდან მონაწილეობენ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აგვისტოს აღნიშნა, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრას და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. შარლ მიშელი, იმედოვნებს, რომ მიკროსაფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს.

28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG