Accessibility links

site logo site logo

„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ მისი 19 წლის შვილი გაიტაცეს


პარტია „ევროპული საქართველოს" წევრი თელავის ორგანიზაციიდან ნინო გალახვარიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სოფელ ნასამხრალიდან მისი 19 წლის შვილი ზაქრო კუსრაშვილი ავტომობილით გაიტაცეს. როგორც ის ამბობს, გატაცებამდე შვილმა მასთან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ იტაცებდნენ, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა. ოჯახი გატაცების ფაქტს დედის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ნინო გალახვარიძე ვარაუდობს, რომ გამტაცებლები „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადგილობრივები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მათ საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით მივიდნენ და ახალგაზრდა სახლიდან გაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის სახლში „ანერვიულებული დაბრუნდა".

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გატაცებაზე პასუხისმგებლობას „ივანიშვილის რეჟიმს“ აკისრებს.

ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი, ხელისუფლების მხრიდან სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, მანამდე ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში, ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან „ქართული ოცნების“ მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი“, - განაცხადა ბოკერიამ და დაამატა: - „იმ ვითარებაში, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მიდრეკილების მქონე ახალგაზრდებმა დღისით, მზისით გატაცება განახორციელონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის“.

საპატრულო პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. მიმდინარეობს ოჯახის წევრების გამოკითხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG