Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მოსულმა სეტყვამ მევენახეთა ნაწილს ყურძნის მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა


ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 15-მდე სოფელში, ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა ვენახების 80-დან 100%-მდე. ზოგიერთ ადგილას ვაზს ფოთოლიც კი აღარ აქვს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ქარხნებთან ყურძნის ჩაბარებაზე უკვე შეთანხმებული იყვნენ და ყურძნის კრეფა რამდენიმე დღეში უნდა დაეწყოთ, სტიქიამ კი, შემოსავლის გარეშე დატოვა.

რთვლის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში მდებარეობს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით და რა გზით მოხდება დაზარალებული მევენახეების დახმარება.

სეტყვამ, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ქარი, გაანადგურა სიმინდის ყანები და თხილის და საზამთროს ბაღებიც. ყვარელში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიამ პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზეც. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები და პირველ რიგში ხდება გზების გაწმენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG