Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა


ყაზახეთში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა. ინციდენტის გამო, რომლის მიზეზი იყო ხანძარი სამხრეთ ყაზახეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში, გადადგომის მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

არაა ნათელი, რამ გამოიწვია სამხედრო ობიექტზე ხანძარი, რომელიც 26 აგვისტოს მოხდა ჟამბილის პროვინციაში, განაცხადა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ნურლან ერმეკბაევმა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული განზრახ ცეცხლის წაკიდება ან საბოტაჟი.

ოთხი ჯარისკაცი და ერთი მეხანძრე დაიღუპნენ ათი აფეთქების შედეგად, თქვა ერმეკბაევმა და დასძინა, რომ დასაწყობებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოტანილი იყო ქალაქ არისიდან, სადაც 2019 წელს მსგავსი აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ერმეკბაევმა რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს უთხრა, რომ მზად არის გადადგეს ინციდენტის გამო, მაგრამ ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოსო.

XS
SM
MD
LG